25 ოქტომბერი 2021,   01:03
ვრცლად
ცხიმის მოშორების წარუმატებელი პროცედურა - სუპერმოდელი ლინდა ევანჯელისტა გარეგნობის ცვლილებასა და ღრმა დეპრესიაზე საუბრობს

სუპერმოდელმა ლინდა ევანჯელისტამ განაცხადა, რომ პლასტიკური პროცედურის შემდეგ, რაც სხეულში ცხიმის შესამცირებლად ჩაიტარა, ცხიმის უჯრედები კიდევ უფრო გაიზარდა და მისი გარეგნობა უარესობისკენ შეიცვალა. 56 წლის მოდელმა ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა. 

"პროცედურის შემდეგ ჩემი ცნობა შეუძლებელი გახდა," - აღნიშნა ევანჯელისტამ "ინსტაგრამზე", სადაც მას 900 000 ფოლოუერი ჰყავს. მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში საჯაროდ სწორედ ამის გამო აღარ ჩნდება. 

კანადელი სუპერმოდელი ჰყვება, რომ მან, ასევე, ორი მტკივნეული, წარუმატებელი პროცედურა ჩაიტარა კორექციისთვის

ლინდას თქმით, ფორმების რადიკალურ ცვლილებებთან ერთად, მას ღრმა დეპრესიასთან, ძლიერ სევდასთან და საკუთარი თავის ზიზღთანაც მოუწია გამკლავება. ის წლების განმავლობაში გარესამყაროსგან იზოლირებას ცდილობს. 

"მე ისე ძალიან დავიღალე ასეთი ცხოვრებით, მინდა, შინიდან გავიდე თავაწეული, იმის მიუხედავად, რომ საკუთარ თავს აღარ ვგავარ," - წერს ევანჯელისტა, რომელიც პოპულარული 1990-იან წლებში გახდა.

დღის ამბები