23 აპრილი 2024,   17:48
ვრცლად
"თუ რუსეთი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს გერმანიასთან გაფორმებულ შეთანხმებას, შევაჩერებ "ჩრდილოეთ ნაკადი-2-ს" - არმინ ლაშეტი

გერმანიის კანცლერობის კანდიდატის, არმინ ლაშეტის განცხადებით, თუ რუსეთი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს გერმანიასთან გაფორმებულ შეთანხმებას, დაუყოვნებლივ შეაჩერებს გაზსადენ "ჩრდილოეთის ნაკადი-2-ს".

ლაშეტის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ რუსეთმა დადებული პირობა შეასრულოს, რომ გაზსადენის ამოქმედებამ უკრაინაზე უარყოფითი გავლენა არ მოახდინოს.

"გაზპრომმა" 2 კვირის წინ განაცხადა გაზსადენ "ჩრდილოეთი ნაკადი-2-ის" გაყვანის პროცესის დასრულების შესახებ.

დღის ამბები