25 აპრილი 2024,   08:09
ვრცლად
გუშინ დაკავებული კატალონიის ყოფილი ლიდერი, კარლეს პუჩდემონი გაათავისუფლეს

სარდინიაზე კატალონიის ყოფილი ლიდერი, რომელიც გუშინ დააკავეს, გაათავისუფლეს. შესაბამისი დადგენილება იტალიის სასამართლომ მიიღო.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, კარლეს პუჩდემონი კუნძულზე, ექსტრადირების საკითხის გარკვევამდე უნდა დარჩეს. პუჩდემონი რამდენიმე წელი ბელგიაში ცხოვრობდა.

ესპანეთი კატალონიის ყოფილ ლიდერს, ესპანეთიდან გამოყოფის საკითხზე ჩატარებული უკანონო რეფერენდუმის ორგანიზებაში სდებს ბრალს.

დღის ამბები