მოგადიშუში აფეთქების შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა და 8 დაშავდა. შემთხვევა პრეზიდენტის სასახლესთან მოხდა, როდესაც თვითმკვლელი ტერორისტის მიერ დანაღმული მანქანა აფეთქდა.
თავდამსხმელის სამიზნე პრეზიდენტის სასახლისკენ მიმავალი კოლონა იყო. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ისლამურმა დაჯგუფებამ "ალ შაბაბმა" აიღო.