ნიგერიაში, ტერორისტული დაჯგუფების თავდასხმის შედეგად, 30 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. თავდამსხმელები სამხედროებს ბორნოს შტატში ჩაუსაფრდნენ. მათ წინააღმდეგ კი ნაღმმტყორცნები და ავტომატური იარაღი გამოიყენეს.
ვრცელდება ინფორმაცია დაკარგულების შესახებ.
დაჯგუფება "ბოკო ჰარამის“ მიზანს ნიგერიის ხელისუფლების სათავეში მოსვლა და ისლამური სახელმწიფოს ჩამოყალიბება წარმოადგენს.