19 აპრილი 2024,   15:39
ვრცლად
39 მაღაროელი უკვე მეორე დღეა კანადის ერთ-ერთ მაღაროდან ამოსვლას ვერ ახერხებს

უკვე მეორე დღეა 39 მაღაროელი კანადის ერთ-ერთი მაღაროდან ამოსვლას ვერ ახერხებს. მწყობრიდან გამოვიდა მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც ისინი 1000 მეტრამდე სიღრმიდან უნდა ამოსულიყვნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებული არავინაა და მათ წყალსა და საკვებზე აქვთ წვდომა. ადგილზე მაშველები მუშაობენ.

კანადური მედიის ინფორმაციით, მაღაროელებს, სავარაუდოდ, დღის ბოლომდე ამოიყვანენ.

დღის ამბები