20 აპრილი 2024,   04:03
ვრცლად
აეროპორტზე თავდასხმის შედეგად საუდის არაბეთში 10 ადამიანი დაშავდა

აეროპორტზე თავდასხმის შედეგად საუდის არაბეთში 10 ადამიანი დაშავდა. მეფე აბდულას სახელობის აეროპორტის ტერიტორიაზე, უპილოტო საფრენი აპარატიდან, ჭურვი ჩააგდეს, რის შედეგად აეროპორტის ფასადის მინები ჩაიმსხვრა.

ამავე ტერიტორიაზე კიდევ 1 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა.

ჯერჯერობით უცნობია, მოყვა თუ არა მსხვერპლი დრონის ჩამოვარდნას. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია.

ქვეყანაში ბოლო დროს მომხდარი თავდასხმების უმეტესობას იემენის ჰუსიტთა ძალებს უკავშირებენ.

დღის ამბები