20 აპრილი 2024,   14:00
ვრცლად
აშშ და რუსეთი საელჩოებთან დაკავშირებული უთანხმოების გადასაჭრელად დამატებითი მოლაპარაკებების წარმოებაზე შეთანხმდნენ

ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი საელჩოებთან დაკავშირებული უთანხმოების გადასაჭრელად დამატებითი მოლაპარაკებების წარმოებაზე შეთანხმდნენ.

მხარეებმა ამერიკიდან და რუსეთიდან 2020 წელს გაძევებულ დიპლომატიურ კორპუსზე იმსჯელეს. ასევე განიხილეს საელჩოების დაკომპლექტებისა და ფუნქციონირების საკითხებიც. 

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის თქმით, მოლაპარაკებამ პროდუქტიულად ჩაიარა, რუსეთის მხარე კი აცხადებს, რომ შეერთებული შტატების პოზიცია, დიპლომატიური მისიების დაკომპლექტებასთან დაკავშირებით, უცვლელი დარჩა.

დღის ამბები