25 აპრილი 2024,   20:20
ვრცლად
ემი უაინჰაუზის ასობით პირად ნივთს აუქციონზე გაიტანენ

ემი უაინჰაუზის ასობით პირად ნივთს აუქციონზე გაიტანენ.

მათ შორის არის "გრემის" მფლობელი მომღერლის აქსესუარები, ფეხსაცმელები, გიტარები და ტანსაცმელი, ასევე კაბა, რომელიც მას უკანასკნელ კონცერტზე ეცვა.

"ჯულიენის" აუქციონის დირექტორის განცხადებით, მომღერლის გარდაცვალებიდან 10 წლის შემდეგ, უაინჰაუზის მშობლებმა ჩათვალეს, რომ ახლა სწორი დრო იყო შვილის ნივთების გასხვისებისთვის.

უნიკალური სტილით გამორჩეული მომღერალი მსოფლიომ 2011 წელს დაკარგა.

დღის ამბები