ფილიპინებში შტორმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა. ძლიერმა წვიმამ დასახლებები დატბორა და ასობით სახლი დააზიანა.
აგროსფეროში ზარალმა 20 მილიონ დოლარს გადააჭარბა.
მაშველები ამ დრომდე ეძებენ 14 დაკარგულ ადამიანს. სახლის დატოვება და თავშესაფრის ძიება 15 ათასამდე ადგილობრივს მოუწია.