16 აპრილი 2024,   12:06
ვრცლად
მოლდოვაში, ენერგეტიკის სფეროში, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

მოლდოვაში, ბუნებრივი აირის კრიზისის გამო, ენერგეტიკის სფეროში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს.

ქვეყანაში გაზპრომთან გაფორმებულ ხელშეკრულებას ვადა გაუვიდა, ახალი შეთანხმება კი ჯერ არ გაფორმებულა.

გარდამავალი პერიოდისთვის სახელმწიფოს გაზის ფასი 4-ჯერ გაეზარდა. მოლდოვა, გაზის მარაგებთან დაკავშირებით, უკრაინასა და რუმინეთთან მოლაპარაკებების წარმოებას გეგმავს, გაზპრომთან კი თვის ბოლომდე ახალი ხელშეკრულების გაფორმება სურს.

როგორც მოლდოვაში ამბობენ, ენერგეტიკის სფეროში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება აუცილებელია, რათა სახელმწიფო უწყებებმა შესაბამისი ზომები მიიღონ და საწარმოები მოვლენების ნეგატიური განვითარებისთვის მზად იყვნენ.

დღის ამბები