ბილ კლინტონი ჰოსპიტალიზებულია. ამერიკის შეერთებული შტატების 42-ე პრეზიდენტი კალიფორნიის ირვინის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში სამშაბათს მოათავსეს.
მედიის ცნობით, ის საავადმყოფოში ინფექციის დიაგნოზით მოხვდა, რომელსაც კორონავირუსთან კავშირი არ აქვს.
ამ დროისთვის ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.