20 აპრილი 2024,   15:19
ვრცლად
ლიბანში გლოვის დღე გამოცხადდა

ლიბანში გლოვის დღე გამოცხადდა. მიზეზი ბეირუთში მომხდარი შემთხვევა გახდა, სადაც სროლის შედეგად 6 ადამიანი გარდაიცვალა, ათობით კი დაშავდა. საქმეზე დაკავებულია ცხრა ეჭვმიტანილი, მათ ცეცხლი ლიბანელ შიიტთა დაჯგუფებების "ჰეზბოლას" და "ამალის" მხარდამჭერებს გაუხსნეს, რომლებიც საპროტესტო აქციისკენ მიემართებოდნენ. სროლა სნაიპერების მიერ განხორციელდა.

აქციის მონაწილეები ბეირუთის პორტში შარშან მომხდარი აფეთქების საქმეზე დანიშნული მოსამართლის მოხსნას ითხოვდნენ.

დღის ამბები