25 აპრილი 2024,   13:04
ვრცლად
"არდაცვალების შემთხვევები იმ ადამიანებში ფიქსირდება, რომლებიც სრულად აცრილი არ არიან" - მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობა 241 მლნ-ს აღემატება

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 241 მილიონს აღემატება, გარდაცვლილთა რიცხვი კი 5 მილიონს აღწევს. ინფექციის პრევენციის მიზნით, კვლავ ლოქდაუნია მელბურნში, რომელიც ძალაში კვირის ბოლომდე დარჩება.​ ვიქტორიაში კი ადგილობრივი ხელისუფლება საზოგადოებას 3 წლიდან დახურულ სივრცეებში პირბადის ტარებისკენ მოუწოდებს.

მზარდია ვირუსის შემთხვევების რაოდენობა რუმინეთში, რაც არავაქცინირებულ ადამიანებს უკავშირდება. მზარდი სტატისტიკის გამო, ევროკავშირის ქვეყნებმა მედიკამენტები და სამედიცინო მოწყობილობები გაუგზავნეს.

ვირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის კანადა.​ ალბერტაში ინფიცირებისა და გარდაცვალების მაღალი მაჩვენებლის შესამცირებლად საზოგადოებას აცრისა და რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებენ.

"კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევები იმ ადამიანებში ფიქსირდება, რომლებიც სრულად აცრილი არ არიან. მე მსურს მოსახლეობა დავარწმუნო რომ ვაქცინები მაღალი ეფექტურობით გამოირჩევა. ისინი "დელტა" შტამის წინააღმდეგ ეფექტურად გვიცავენ. აცრა ასევე საუკეთესო გზაა დავიცვათ ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები. გარდაცვალების დიდი რაოდენობა სწორედ ვირუსის სწრაფად გავრცელებას უკავშირდება, რამაც მეოთხე ტალღა გამოიწვია. ინფიცირების რაოდენობის შესამცირებლად კი იმუნიზაციასთან ერთად უნდა შევზღუდოთ კონტაქტები," - განაცხადა ალბერტას ჯანდაცვის სამედიცინო წარმომადგენელმა, დენა ჰინშაუმ.

დღის ამბები