19 აპრილი 2024,   10:37
ვრცლად
ნავთობის ფასმა ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია

ნავთობის ფასმა ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია. მიზეზად პანდემიური ზარალის შემდგომ, ქვეყნებში აღდგენილი ეკონომიკის ფონზე ნავთობზე გაზრდილი მოთხოვნაა.

ერთი ბარელი ნედლი ნავთობის ღირებულებამ თითქმის 86 დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის ოქტომბრის შემდეგ ყველაზე მაღალი ფასია.

ფასის ზრდის მიზეზად ასევე ბუნებრივ აირსა და ნახშირზე გაზრდილი ფასი სახელდება, რის გამოც მომხმარებლები ელექტროენერგიის მისაღებად თხევად საწვავს სულ უფრო ხშირად იყენებენ.

დღის ამბები