26 ადამიანი ემსხვერპლა ინდოეთში წყალდიდობასა და მეწყერს. დაღუპულებს შორის ბავშვებიც არიან. მაშველები ამ დრომდე ეძებენ ათობით დაკარგულს.
სტიქია უხვმა ნალექმა გამოიწვია. გარე სამყაროს მოწყდა რამდენიმე სოფელი. განსაკუთრებით დაზარალდა კერალას შტატი. სტიქიის ზონიდან ათასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.