20 აპრილი 2024,   00:42
ვრცლად
კორონავირუსით გამოწვეული გართულებებით კოლინ პაუელი გარდაიცვალა

კორონავირუსით გამოწვეული გართულებების გამო 84 წლის ასაკში კოლინ პაუელი გარდაიცვალა.

კოლინი აშშ-ის პირველი შავკანიანი სახელმწიფო მდივანი და შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარე იყო, რომლის თაოსნობითაც ამერიკის საგარეო პოლიტიკამ სერიოზული ცვლილებები განიცადა.

"ჩვენ დავკარგეთ შესანიშნავი და მოსიყვარულე ქმარი, მამა, ბაბუა და დიდი ამერიკელი," - ნათქვამია კოლინ პაუელის ოჯახის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

გარდაცვლილი ორივე დოზით ვაქცინირებული იყო.

დღის ამბები