04 დეკემბერი 2021,   14:35
ვრცლად
ვიზიტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო და აშშ სტრატეგიულ პარტნიორებად რჩებიან - როგორ აფასებენ პოლიტიკოსები ლოიდ ოსტინის გზავნილებს

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს საქართველოში ვიზიტს პოლიტიკურ სპექტრში ეხმაურებიან.

კანონმდებლები ყურადღებას იმ გზავნილებზე ამახვილებენ, რომელიც რუსული ოკუპაციის საკითხზე გაკეთდა.

ოპოზიციის და უმრავლესობის დეპუტატების შეფასებით, ვიზიტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო და შეერთებული შტატები  სტრატეგიულ პარტნიორებად რჩებიან.

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა რეგიონში ტურნე თბილისით დაიწყო და საქართველოსთვის თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ახალი ინიციატივა გააჟღერა. ორმხრივმა შეთანხმებამ საქართველოს თავდაცვის უნარი უნდა გაზარდოს და ქვეყანას აგრესიის შეკავებაში დაეხმაროს.

"ის მესიჯები, რომელიც მან რუსეთთან მიმართებაში გაახმოვანა, მნიშვნელოვანია. რუსეთი უნდა შეეგუოს და აღიაროს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ის უნდა დათანხმდეს 2008 წლის შეთანხმებას,"- აცხადებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმერ ჩაჩიბაია.

დღის ამბები