03 დეკემბერი 2021,   08:12
ვრცლად
მმართველმა გუნდმა მეორე ტურისთვის მზადება აქტიურად დაიწყო - "ოცნებაში" აცხადებენ, რომ ძირითად აქცენტს ოპონენტების რეალური სახის წარმოსაჩენად გამოიყენებენ

მმართველმა გუნდმა მეორე ტურისთვის მზადება აქტიურად დაიწყო. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ისინი ამჯერად ძირითად აქცენტს მათი ოპონენტების რეალური სახის წარმოსაჩენად გამოიყენებენ.

მმართველ გუნდში საკუთარი კანდიდატების დამაჯერებელ გამარჯვებაში დარწმუნებულები არიან და მოსახლეობას  30 ოქტომბერს არჩევნებში აქტიურობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებენ.

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ნინო წილოსანის თქმით, ამომრჩევლებმა კიდევ ერთხელ უნდა უთხრან უარი აგრესიულ, რევოლუციურ და ძალადობრივ პოლიტიკურ ძალას. 

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალუდა ღუდუშაური ამბობს, რომ მმართველი გუნდი აქტიურ საარჩევნო კამპანიაზე გადადის, რომელშიც "ქართული ოცნების" ყველა აქტივისტი, რიგითი წევრი და დეპუტატები იქნებიან ჩართულნი. მისივე თქმით, ის დარწმუნებულია, რომ "ოცნების" კანდიდატები დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებენ.

დღის ამბები