04 დეკემბერი 2021,   16:04
ვრცლად
ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურისთვის ემზადება - ვინ და რატომ დაუჭერს მხარს "ნაციონალურ მოძრაობას"

ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურისთვის ემზადება. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, მეორე ტურში ერთიანობას ინარჩუნებენ და მმართველი გუნდი არჩევნების გაყალბებას ვერ შეძლებს.

მათივე თქმით, ქვეყანაში მრავალპარტიული კოალიცია უნდა შეიქმნას, რომელიც დემოკრატიულ წინსვლაზე იქნება ორიენტირებული.

"მეორე ტურში არჩევანი ძალიან მარტივია - საზოგადოებამ უნდა აირჩიოს ან "ქართული ოცნების" ერთპარტიული და გაუფერულებული მმართველობა, ან მეორე მხარეს მრავალპარტიული, დემოკრატიული კოალიცია დიდ ქალაქებში, რომელიც იქნება ქვეყანაში განვითარების საწინდარი. ამიტომაც, "ლელოს" მხარდაჭერა მრავალპარტიულ კოალიციას აქვს,"- აცხადებს თბილისის საკრებულოს მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პარტიიდან ”ლელო საქართველოსთვის” საბა ბუაძე. 

არჩევნების მეორე ტურში, ოპოზიციას მხარს "სტრატეგია აღმაშენებელიც" უჭერს, პარტიაში ამბობენ, რომ ცვლილება სწორედ ოპოზიციური კანდიდატებისთვის მხარდაჭერას ნიშნავს. 

"ნაციონალური მოძრაობაში" კი, მეორე ტურში გამარჯვებაში დარწმუნებულები არიან. 

დღის ამბები