20 აპრილი 2024,   07:57
ვრცლად
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში 10 ქვეყნის, მათ შორის აშშ-ის, გერმანიისა და საფრანგეთის ელჩები დაიბარეს

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში 10 ქვეყნის, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების, გერმანიისა და საფრანგეთის ელჩები დაიბარეს.

ელჩების დაბარების მიზეზი ქვეყნების საელჩოების მიერ გავრცელებული ერთობლივი განცხადებაა, რომელშიც ისინი თურქი ბიზნესმენისა და ფილანტროპის, ოსმანა კავალას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.

საელჩოების მიერ გავრცელებულ განცხადებაში საუბარია საქმეზე სამართლიანი და სწრაფი გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობაზე. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ 4 წლის წინ დაკავებული ბიზნესმენის საქმე ჩრდილს აყენებს დემოკრატიის პატივისცემას.

დღის ამბები