20 აპრილი 2024,   06:26
ვრცლად
ლევან დავითაშვილმა და შვეიცარიის კონფედერაციის ფედერალური მრჩეველმა, კლიმატის ცვლილების სფეროში ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი

შვეიცარიაშო, ქალაქ ბერნში, საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და შვეიცარიის კონფედერაციის ფედერალურმა მრჩეველმა, გარემოს დაცვის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის და კომუნიკაციების მინისტრმა, სიმონეტა სომარუგამ, კლიმატის ცვლილების სფეროში მთავრობათაშორის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.

ხელშეკრულება მთავრობათაშორისი პარტნიორობის გაღრმავებას ითვალისწინებს, რაც ქართულ მხარეს საშუალებას მისცემს, შვეიცარიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელოს ქვეყნისთვის პრიორიტეტული პროექტები კლიმატის ცვლილების გავლენის შესამცირებლად.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კლიმატის ცვლილების სფეროში მნიშვნელოვანი შეთანხმება გაფორმდა, რომელიც საქართველოსთვის კონკრეტულ სოციალურ და ეკონომიკურ მხარდაჭერას გულისხმობს.

დღის ამბები