20 აპრილი 2024,   01:11
ვრცლად
კორონავირუსის "დელტა" შტამი მსოფლიოში მთავარ გამოწვევად რჩება - რომელი სახელმწიფოები ამკაცრებენ რეგულაციებს

"დელტა" შტამთან გასამკლავებლად სახელმწიფოები რეგულაციების გამკაცრებას აგრძელებენ, მათ შორისაა ლატვია, სადაც კორონავირუსით ინფიცირების შეთხვევების მატების გამო, 21 ოქტომბრიდან 15 ნოემბრამდე ლოქდაუნი ამოქმედდება. ამ პერიოდში არ იმუშავებს სკოლები, მაღაზიები, რესტორნები და გასართობი დაწესებულებები. დაწესდება კომენდანტის საათი.

ბრიტანეთში კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო ექსპერტები მომავალ თვეებში დამაიმედებელ პროგნოზს არ იძლევიან. ბოლო 1 კვირის განმავლობაში ინფიცირების შემთხვევები 15%-ით, ხოლო გარდაცვალების სტატისტიკა 8.5%-ით გაიზარდა.

ინფიცირებისა და გარდაცვალების მაღალი დღიური მაჩვენებელი შენარჩუნებულია თურქეთსა და რუსეთში.

სლოვაკეთში კი ინფიცირების ზრდის გამო რამდენიმე რეგიონში შეზღუდვები დაწესდა. დაიხურება კვების ობიექტები, ფიტნეს ცენტრები, იკრძალება 100 ადამიანზე მეტი პირის თავშეყრა.

დღის ამბები