25 აპრილი 2024,   20:36
ვრცლად
"მნიშვნელოვანია, რომ რუსეთს კიდევ შეახსენეს შეუსრულებელი ვალდებულებები" - სალომე სამადაშვილი ლოიდ ოსტინის ვიზიტზე

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის ვიზიტს ეხმაურებიან პოლიტიკურ სპექტრში.

კანონმდებლები ყურადღებას იმ გზავნილებზე ამახვილებენ, რომელიც რუსული ოკუპაციის საკითხზე გაკეთდა. დეპუტატების შეფასებით, ვიზიტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო და შეერთებული შტატები რჩებიან სტრატეგიულ პარტნიორებად.

"მნიშვნელოვანია, რომ რუსეთს დღეს კიდევ შეახსენეს შეუსრულებელი ვალდებულებები. ასევე ვნახეთ 3+3 ფორმატთან დაკავშირებით. ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე არ უჭერს მხარს ფაქტობრივად ამ ფორმატში მონაწილეობას და ვფიქრობ, რომ ეს გზავნილი ყველასთვის ცხადია," - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა რეგიონში ტურნე თბილისით დაიწყო და საქართველოსთვის თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ახალი ინიციატივა გააჟღერა. ორმხრივმა შეთანხმებამ საქართველოს თავდაცვის უნარი უნდა გაზარდოს და ქვეყანას აგრესიის შეკავებაში დაეხმაროს. შეხვედრის მონაწილეების ინფორმაციით ლოიდ ოსტინის ვიზიტის ფარგლებში არც ღია და არც დახურულ შეხვედრებზე ექსპრეზიდენტ სააკაშვილის პატიმრობის საკითხი არ განხილულა

დღის ამბები