19 აპრილი 2024,   15:34
ვრცლად
მადლობა გადავუხადე აშშ-ის თავდაცვის მდივანს და პრეზიდენტ ბაიდენს გამოცხადებული ნდობისთვის, მხარდაჭერისთვის - ირაკლი ღარიბაშვილი 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მან აშშ-ის თავდაცვის მდივანს და პრეზიდენტ ბაიდენს გამოცხადებული ნდობისთვის, მადლობა გადაუხადა. 

"გუშინ მთავარი მოვლენა იყო ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის თავდაცვის მდივნის პირველი ვიზიტი რეგიონში და მოგეხსენებათ, იგი მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში ჩამოვიდა; ეს, რა თქმა უნდა, არის უპირველესად დადასტურება ჩვენს შორის არსებული უმაღლესი დონის თანამშრომლობისა და პარტნიორობისა, ამერიკის ნდობის გამოცხადება ჩვენი მთავრობის, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ჯარის მიმართ,"- აღნიშნა პრემიერმა. 

დღის ამბები