ვიეტნამში სკოლის მოსწავლე ონლაინ გაკვეთილის დროს ტელეფონის აფეთქების შედეგად გარდაიცვალა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, მისი ტელეფონი დასატენად იყო შეერთებული, როცა 11 წლის ბიჭი გაკვეთილს ესწრებოდა, რა დროსაც ტელეფონი აფეთქდა და მას ალი მოედო. ბავშვი სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, თუმცა, ცოტა ხანში, მიღებული ტრავმებისგან გარდაიცვალა.
სამართალდამცველები მომხდარს იძიებენ. ჯერჯერობით, არ არის ცნობილი, თუ რა ტიპის ტელეფონს და დამტენს იყენებდა გარდაცვლილი არასრულწლოვანი.
ნამ დანის რაიონში ბავშვები სასწავლო დაწესებულებებს 3 კვირის წინ დაუბრუნდნენ, თუმცა კოვიდ-19-ის გავრცელებისგან თავის ასარიდებლად, სასწავლო პროცესი კვირაში ერთხელ კვლავ ვირტუალურად მიმდინარეობს.