26 აპრილი 2024,   00:54
ვრცლად
FBI-მ კრემლთან ახლო კავშირში მყოფი რუსი ოლიგარქის სახლები გაჩხრიკა

ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლებმა ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში რუსი ოლიგარქის, ოლეგ დერიპასკას სახლებში ჩხრეკა ჩაატარეს. ვაშინგტონმა 53 წლის ბიზნესმენს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან კავშირების გამო, 2018 წელს სანქციები დაუწესა.

FBI-ის არ დაუკონკრეტებია თუ რატომ დაიწყეს კრემლთან ახლო კავშირში მყოფი მილიარდერის სახლში ჩხრეკა. არც ის უთქვამთ რასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

ჰადსონის უნივერსიტეტის ექსპერტი ანდრეი პიონტკოვსკი აქცენტს დანაშაულებრივი გზით ნაშოვნი ფულის გათეთრებაზე აკეთებს და აცხადებს, რომ ამ საკითხთან მიმართებაში აშშ-ს მკაფიო კანონები აქვს:

"ალუმინის სფეროში რუსული პრივატიზაცია, არა მხოლოდ ეკონომიკური და ფინანსური მხრივ იყო დანაშაულებრივ, 90- იანი წლების ალუმინის ჩვენი წარმოება წარმოადგენდა მიცვალებულების მთას, რომლის მწვერვალზეც დერიპასკა იმყოფებოდა," - აცხადებს ანდრეი პიონტკოვსკი

დღის ამბები