25 აპრილი 2024,   15:56
ვრცლად
შარლ მიშელი ოფიციალურად დაქორწინდა - ვინ არის ევროკავშირის პირველი ლედი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ოფიციალურად დაქორწინდა. "პოლიტიკოს" ინფორმაციით, შარლ და ამელი მიშელების ურთიერთობის ოფიციალური სტატუსი მას შემდეგ დადასტურდა, რაც ამელი დერბაუდერენგენ-მიშელმა ევროკავშირში შემავალი ქვეყნების ლიდერების მეუღლეებს "პარტნიორების ღონისძიების" - ხელოვნების ნიმუშების გამოფენის მოსაწვევები გაუგზავნა.

ის "პარტნიორების ღონისძიებაზე" მონაწილეობას 21 ოქტომბერს მიიღებს.

წყვილი ერთად 12 წელია ცხოვრობს, მათ 2 შვილი - ჟანი და ლუსი ჰყავთ. მიშელი და ამელი დაქორწინებას გასულ წელს გეგმავდნენ, მათ წვეულების გამართვა სურდათ საფრანგეთში, თუმცა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გამო, იძულებული გახდნენ, გადაედოთ. 

მიშელს, რომელსაც მანამდე ბელგიის პრემიერმინისტრის პოსტიც ეკავა, წინა ურთიერთობიდან ვაჟიშვილი ჰყავს. 

ამელი დერბაუდერენგენ-მიშელი ამჟამად ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობს. 

დღის ამბები