25 აპრილი 2024,   09:12
ვრცლად
დონალდ ტრამპმა თავისი სოციალური მედია-პლატფორმის ამოქმედება დააანონსა

დონალდ ტრამპმა, თავისი სოციალური მედია-პლატფორმის ამოქმედება დააანონსა.

სოციალური ქსელის ამოქმედება მომავალ თვეში იგეგმება, ხოლო სრული ამოქმედება 2022 წლიდან მოხდება.

შტატების 45-ე პრეზიდენტის განცხადებით, ახალი პლატფორმის მიზანი მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიებისთვის წინააღმდეგობის გაწევაა.

ტრამპის თქმით, დღევანდელ მსოფლიოში, თალიბანი ტვიტერში ფართოდაა წარმოდგენილი, ხოლო ამერიკელი პრეზიდენტი კი გააჩუმეს.

როგორც ცნობილია, დონალდ ტრამპის ასობით მომხრის მიერ კაპიტოლიუმის შტურმის შემდეგ "ტვიტერმა" და "ფეისბუქმა" ტრამპს ანგარიშები გაუუქმა.

დღის ამბები