19 აპრილი 2024,   10:41
ვრცლად
შს მინისტრის მოადგილე და აშშ-ის ელჩი ნარკოდანაშაულის გამოძიების სასწავლო კურსის დახურვის ცერემონიას დაესწრნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლებისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაციის და ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლისა და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს ორგანიზებით, ნარკოდანაშაულის გამოძიების საკითხებზე სასწავლო კურსი ჩატარდა.

ტრენინგის დახურვის ღონისძიებას აშშ-ის ელჩი საქართველოში - კელი დეგნანი დაესწრო. კურსდამთავრებულებს მინისტრის მოადგილემ და აშშ-ის ელჩმა შესაბამისი სერტიფიკატები გადასცეს.. აშშ-ის ელჩმა ხაზი გაუსვა ნარკოდანაშაულის გამოძიების კუთხით სამართალდამცველთა გადამზადებისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.

 

დღის ამბები