ალეკ ბოლდუინის მიერ გადასაღებ მოედანზე დაჭრილი რეჟისორი პირველ განცხადებას ავრცელებს. ჯოელ სოუზას თქმით, იგი მეგობრისა და კოლეგის გარდაცვალებით განადგურებულია.
რეჟისორი მადლობას უხდის ყველა იმ თანამშრომელსა და ადამიანს, ვინც ამ რთულ დროს მის მიმართ სიყვარული გამოხატა. სოუზა საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.
როგორც ცნობილია, ფილმ "რასტის" გადასაღებ მოედანზე მსახიობ ალეკ ბოლდუინის მიერ სარეკვიზიტო იარაღიდან გასროლილ ტყვიას 1 ოპერატორი ემსხვერპლა, ხოლო ფილმის რეჟისორი დაიჭრა. პოლიცია მომხდარს ამ დრომდე იძიებს. ჯერ დაკავებულები არ არიან. უცნობია, როგორ მოხვდა იარაღში ნამდვილი ტყვიები.