20 აპრილი 2024,   20:27
ვრცლად
კანადაში 5-11 წლამდე ასაკის ბავშვების აცრას განიხილავენ - "ფაიზერი" ქვეყანას 3 მლნ-მდე დოზას გადასცემს

244 მილიონზე მეტი ინფიცირებული და 5 მილიონამდე გარდაცვლილი - ასეთია მსოფლიოში კოვიდსტატისტიკა. ინფიცირებისა და ჰოსპიტალიზაციის მზარდი მაჩვენებლის გამო სერბეთი და ლატვია შეზღუდვებს აწესებენ. რეგულაციების გამკაცრება იგეგმება, ავსტრიაშიც. ქვეყანაში ახალი შეზღუდვების დაწესების შემთხვევაში რეგულაციები მხოლოდ აუცრელ პირებს შეეხებათ.

პრევენციის მიზნით გაერთიანებულ სამეფოში 12 დან 15 წლამდე მოზარდების აცრის ნებართვა გასცეს.

ბავშვების აცრის შესაძლებლობას განიხილავენ კანადაშიც. 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის კორონავირუსის აცრის დასამტკიცებლად "ფაიზერმა" კანადის მთავრობის ჯანდაცვის დეპარტამენტს ოფიციალურად უკვე მიმართა. თანხმობის მიღების შემთხვევაში, "ფაიზერი" კანადას ვაქცინის 3 მილიონამდე დოზას გადასცემს.

ამ დროისთვის, ყველაზე რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა აღმოსავლეთ ევროპაშია. ბოლო პერიოდში, მსოფლიოში გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებლის მქონე 5 ქვეყნიდან სამი სწორედ ამ რეგიონში მდებარეობს.

ავტორი: თამუნა ხონელიძე

დღის ამბები