09 დეკემბერი 2021,   01:12
ვრცლად
სამხედრო გადატრიალება სუდანში - მედიის ცნობით, დაკავებულია ქვეყნის პრემიერი

სუდანში სავარაუდო სამხედრო გადატრიალების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება. საერთაშორისო მედიის ცნობით, შეიარაღებულმა ძალებმა სუდანის პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა კაბინეტის კიდევ 4 წევრი დააკავეს.

პრო-დემოკრატიული ჯგუფი მოსახლეობას ქუჩებში გამოსვლისკენ მოუწოდებს. ქვეყნის დედაქალაქში დახშულია სატელეფონო სიგნალი და ინტერნეტი.

სუდანში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა წარუმატებლად დასრულდა ერთი თვის წინ. ქვეყანაში ბოლო რამდენიმე დღეა დემონსტრაციები მიმდინარეობს.

დღის ამბები