20 აპრილი 2024,   02:46
ვრცლად
ცნობილი რუსი მსახიობი მოსკოვში უგზო-უკვლოდ დაიკარგა

ცნობილი რუსი მსახიობი, საბჭოთა კინოს ვარსკვლავი სვეტლანა სვეტლიჩნაია მოსკოვში უგზო-უკვლოდ დაიკარგა. მისი გაუჩინარების შესახებ პოლიციას ახლობლებმა აცნობეს.

ოჯახის წევრების თქმით, 81 წლის მსახიობი კონტაქტზე 22 ოქტომბრის შემდეგ აღარ გამოსულა, ცარიელია მისი სახლიც. ამ ეტაპზე სვეტლანა სვეტლიჩნაიას აქტიური ძებნა მიმდინარეობს. ახლობლების თქმით, მსახიობს დემენციის ნიშნები აქვს და შესაძლოა სახლს ვეღარ აგნებს.

სვეტლანა სვეტლიჩნაია განსაკუთრებით პოპულარული ლეონიდ გაიდაის ფილმში ბრილიანტის ხელი შესრულებული  ანა სერგეევნას როლით გახდა, სადაც მას საბჭოთა კინოსთვის არადამახასიათებელი სექსუალური იმიჯი აქვს.

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები