25 აპრილი 2024,   10:06
ვრცლად
"ბავშვები დაიხოცებიან!" - მილიონობით ადამიანს ავღანეთში შიმშილით სიკვდილი ემუქრება

მილიონობით ავღანელი, მათ შორის ბავშვებიც, შიმშილის კრიტიკულ ზღვარზეა. გაჭირვება და საჭმლის არქონა ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, რამაც შეიძლება, უამრავი ადამიანის სიკვდილი გამოიწვიოს.

მსოფლიოს სასურსათო პროგრამის (WFP-ს) აღმასრულებელმა დირექტორმა დეივიდ ბესლიმ განაცხადა, რომ ქვეყნის 39 მილიონიანი მოსახლეობის ნახევარზე მეტი, 22.8 მილიონი უკვე შიმშილის პირასაა. ორი თვის წინ ეს მაჩვენებელი 14 მილიონამდე იყო.

"ბავშვები შიმშილით დაიხოცებიან, ზრდასრულებთან ერთად, ყველაფერი იმაზე ცუდადაა, ვიდრე ჩანს," - განაცხადა დეივიდ ბესლიმ.

შიმშილის დაწყებისა და საკვების არქონის ერთ-ერთი მიზეზი კლიმატის ცვლილებაა, რომელიც თალიბების მოსვლამდე დაიწყო. მიუხედავად ამისა, კრიზისის უმთავრესი მიზეზი თალიბანების ხელისუფლებაში მოსვლაა.

მსოფლიო სასურსათო ორგანიზაციის მონაცემებით, თვეში 220 მილიონია საჭირო, რათა 23 მილიონი ადამიანი გამოკვებონ ზამთრის მოახლოებასთან ერთად. სასოწარკვეთილი მოქალაქეები კი სახლებს და პირად საკუთრებას საჭმელში ცვლიან. 

 

ავტორი: ბაჩი ტყემალაძე

დღის ამბები