19 აპრილი 2024,   16:43
ვრცლად
COVID-19-ს გასულ დღე-ღამეში 1000 ადამიანი ემსხვერპლა რუსეთში, სადაც ნოემბრიდან მკაცრი შეზღუდვების ამოქმედებაა დაგეგმილი

COVID-19-ით ინფიცირების მაჩვენებლი მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც იზრდება. ვირუსს გასულ დღე-ღამეში 1000 ადამიანი ემსხვერპლა რუსეთში, სადაც ნოემბრიდან მკაცრი შეზღუდვების ამოქმედებაა დაგეგმილი.

დღეიდან შეზღუდვები დაწესდა რუმინეთშიც. დაწესებულებების ძირითად ნაწილში კოვიდპასპორტის წარდგენა იქნება სავალდებულო; კლუბები და ბარები 30 დღით დაიხურება, მაღაზიები მუშაობას საღამოს 21 საათზე შეწყვეტენ, 22 საათიდან კი კომენდანტის საათი ამოქმედდება.

გაერთიანებულ სამეფოში სხვადასხვა შტამის გავრცელების გამო ინფექციის შემთხვევები ბოლო კვირის განმავლობაში 18%-ით გაიზარდა. ქვეყნის მთავრობა გეგმა ბ-ს გააქტიურებაზე მსჯელობს, რაც 50 წელს გადაცილებული მოსახლეობის ბუსტერდოზით დაჩქარებულ ვაქცინაციას და კოვიდპასპორტის ქონის ვალდებულებას გულისხმობს.

მსოფლიოში ინფექციის შემთხვევების ზრდის პარალელურად კი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცახდებენ, რომ პანდემია ჯერ კიდევ შორსაა დასრულებისგან. ტედროს ადჰანომ გებრეისუსი ამბობს, რომ ვირუსის დასამარცხებლად აუცილებელია მოსახლეობამ არსებული ბერკეტები სათანადოდ გამოიყენოს.

უახლოეს დღეებში კოვიდაფეთქების ახალ ტალღას ელოდება ჩინეთი, სადაც მთავრობა ინფექციის შემთხვევების შესაძლო ზრდას ქვეყანაში დელტა ვარიანტის გავრცელებას უკავშირებს. ვირუსის პრევენციის მიზნით ქალაქების ნაწილმა ავტობუსებისა და ტაქსის მუშაობა შეაჩერა.

დღის ამბები