ერდოღანი 10 დასავლელ დიპლომატს პერსონა ნონ გრატად აღარ გამოაცხადებს. თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, გადაწყვეტილება ქვეყნიდან დიპლომატების გაძევების შესახებ მას შემდეგ შეცვალა, რაც ელჩებმა საერთო განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია რომ ისინი დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის 41-ე მუხლს ემორჩილებიან.
მუხლი დიპლომატებს მიმღები სახელმწიფოს კანონებისა და რეგულაციების დაცვას და სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩაურევლობას ავალდებულებს.