25 აპრილი 2024,   09:53
ვრცლად
მოახლოებული არჩევნები - ოპოზიცია ხმების დასაცავად მზადყოფნას გამოთქვამს

ოპოზიციას არჩევნებისთვის სრული მზადყოფნა აქვს. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ 30 ოქტომბერს მაქსიმალურად მობილიზებული იქნებიან, რათა დაიცვან საკუთარი ხმები და საბოლოოდ გადაიბარონ ქვეყნის მმართველობა კოალიციური მთავრობის ხელმძღვანელობით.

მათი მტკიცებით, ხელისუფლება ამ ბრძოლაში უკვე დამარცხებულია.

"ყველა ოპოზიციური პარტიის მომხრე იქნება მობილიზებული იმისათვის, რომ არ მივცეთ "ქართულ ოცნებას" არც ერთი ხმის მოპარვის საშუალება. ყველა უბანზე ვიქნებით, ვიქნებით ძალიან ბევრი და მათ არ უშველით არც "კანონიერი" ქურდები და არც ადმინისტრაციული რესურსი და სხვა გაყალბების მეთოდები, რასაც იყენებენ ხოლმე არჩევნებზე.

"ქართულ ოცნებას" მოუწევს, რომ საქართველოს მოსახლეობას მოუსმინოს და მისცეს საშუალება კოალიციურ მთავრობას, რომ გააგრძელოს ქვეყნის მშენებლობა," - აცხადებს ნონა მამულაშვილი.

 

 

დღის ამბები