20 აპრილი 2024,   17:29
ვრცლად
"ჩვენ მაქსიმალურად უზრუნველვყოფთ, რომ ყველა ადამიანი იყოს პირბადით"- მამუკა მდინარაძე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ საზოგადოებას მოუწოდა დღეს დაგეგმილ აქციაზე პირბადეები ატარონ. 

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ვისაც აქციაზე პირბადე არ ექნება, მათ პარტიის ახალგაზრდული ფრთის წევრები პირბადეებს დაურიგებენ. 

"ჩვენ მაქსიმალურად უზრუნველვყოფთ, რომ ყველა ადამიანი იყოს პირბადით, თუკი ვინმე პირბადით არ იქნება, მოვუწოდოთ მათ, რომ გაიკეთონ პირბადე. ჩვენი ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები მიაწვდიან ნებისმიერ იმ ადამიანს, ვინც არ იქნება პირბადით და ჩვენ ამით მინიმუმამდე დავიყვანთ რისკებს, რომ კოვიდის გავრცელების საფრთხე, დღეს, პრაქტიკულად, არ არსებობდეს. ყველა ადამიანს მოვუწოდებ, დაიცვას ის ელემენტარული რეგულაცია, რასაც პირბადის გაკეთება ჰქვია,"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 

დღის ამბები