20 აპრილი 2024,   12:00
ვრცლად
"ერთადერთი რამ იკვეთება ამ რეაქციებზე, ჩანს ის აგონია, რაშიც ჩავარდნილია ნაციონალური მოძრაობა" - შალვა პაპუაშვილი დღეს დაგეგმილ აქციაზე

"ქართული ოცნების" მიერ დაგეგმილი შემაჯამებელი შეკრების შესახებ მმართველი პარტიის ოფისში ისაუბრეს. შალვა პაპუაშვილმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" აგონიაშია და ეს მათ რეაქციებში კარგად გამოჩნდა. 

"ეს არის ჩვენი შემაჯამებელი წინასაარჩევნო შეკრება. რაც შეეხება ამის აღქმებს, ვისაც როგორ უნდა ისე გაიგოს. თუკი ვინმეს სურს, რომ ეს გაიგოს როგორც კონტრაქცია, კი ბატონო გაიგოს. მათ ჩვენ ამას ვერ გადავაფიქრებინებთ. ერთადერთი რამ იკვეთება ამ რეაქციებზე, ჩანს ის აგონია, რაშიც ჩავარდნილია "ნაციონალური მოძრაობა". მათ იციან კარგად, რომ დღეს კიდევ ერთხელ თვალებში ჩახედავენ იმ მარცხს, რომელიც 2 ოქტომბერს იწვნიეს და დღეს კიდევ ერთხელ თავის თვალით დაინახავენ იმ მარცხს, რომელიც მათ მოელით 30 ოქტომბერს,“ - განაცხადა "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები