20 აპრილი 2024,   00:17
ვრცლად
მმართველი პარტია ვართ, რა კონტრაქცია, 900 ათასმა ადამიანმა დაგვიჭირა მხარი - ირაკლი ზარქუა

მმართველი გუნდი 17 საათისთვის, თავისუფლების მოედანზე გრანდიოზული აქციის გამართვისთვის ემზადება. "ქართული ოცნების" წარმომადგენელი ირაკლი ზარქუა კატეგორიულად უარყოფს, რომ ეს ოპოზიციის აქციის კონტრაქციაა.

"გამარჯვება ბოლომდეა მისაყვანი 30 ოქტომბერს და ეს ხალხი, ყველა ერთად, კიდევ ერთხელ გააკეთებს არჩევანს განვითარებასა და ნგრევას შორის, ადამიანის უფლებებსა და წამებასა და კვლას შორის. ჩვენ არავის წინააღმდეგ არ ვართ, მმართველი პარტია ვართ, რა კონტრაქცია, ის რეფერენდუმი, რომელიც რადიკალური ოპოზიციის მიერ იყო დაანონსებული, მოიგო საქართველოს მოსახლეობამ და მმართველმა პარტიამ. ამის დადასტურებაა ისიც, რომ აგერ, ჩემს უკან არის დედაქალაქის საკრებულო, სადაც უმრავლესობითაა წარმოდგენილი კახი კალაძის გუნდი. მმართველი პარტია ვართ, ხალხნო, არანაირი კონტრაქცია, ჩვენ 900 ათასმა ადამიანმა დაგვიჭირა მხარი, გვერდში დაგვიდგა და მადლობა მათ ამისთვის," - განაცხადა ირაკლი ზარქუამ. 

დღის ამბები