25 აპრილი 2024,   12:36
ვრცლად
წყვილს 11 შვილი ჰყავს და თერთმეტივეს სახელი მხოლოდ 4 ასოს სხვადასხვა კომბინაციისგან შეადგინეს

გვენი ბლენქკერტი და მარინო ვანინო თავიანთი შვილების სახელის არჩევისას მხოლოდ ოთხ ასობგერას - A-ს, E-ს, L-ს და X-ს იყენებდნენ. მათ 11 შვილი ჰყავთ, 7 გოგო და 4 ბიჭი.

მათი უფროსი შვილი ალექსი ახლა 13 წლისაა. მისი უფროსი და აქსელი 12-ის, ქსელა 11-ის, ლექსა 10-ის, ქაელი 9 წლის, ქეალი 8 წლის, ექსლა 5 წლის, ლიქსი 4 წლის, ქეილი ორი წლის, ელაქსი 1 წლის, ოჯახის ყველაზე პატარა წევრია 6 თვის ალქსი.

ორი წლის წინ 32 წლის გვენმა, ბავშვების დედამ განმარტა, რომ პირველ შვილს, ალექსს სახელი ბავშვის ბაბუის პატივსაცემად დაარქვეს.

"ჩვენ მეორე შვილს აქსელი დავარქვით, სწორედ ამის შემდეგ დავიწყეთ ასოების ერთმანეთში არევა" - განაცხადა მრავალშვილიანი ოჯახის დედამ.

გვენმა BBC-სთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მეთორმეტე ბავშვზეა ორსულად, რომელიც 2022 წელს გაჩნდება. რა თქმა უნდა, ახალშობილს ამ ოთხი ასობგერისგან შექმნილ სახელს დაარქმევენ.

 

ავტორი: ბაჩი ტყემალაძე

დღის ამბები