20 აპრილი 2024,   03:28
ვრცლად
მსოფლიო რეკორდი - მშობლებმა 9 ტყუპის ფოტო გამოაქვეყნეს, რომლებიც მაროკოში დაიბადნენ

თითქმის 6 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ჰალიმა სისმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა და მოროკოში 9 ტყუპი გააჩინა. ოჯახი წამოშობით მალიდან არის, სამშობლოში დაბრუნების საშუალება მათ მხოლოდ ახლა მიეცათ. ბავშვებიც ფოტოც ოჯახმა პირველად გამოაქვეყნა.

"თავს უკვე კარგად გრძნობენ, ყოველდღიურად უფრო და უფრო ძლიერები ხდებიან და მალე სამედიცინო კონტროლი აღარ დასჭირდებათ, შესაბამისად, სახლში დაბრუნებას შევძლებთ," - ამბობს ტყუპების 26 წლის დედა.

ორსულობის დროს ექიმებმა ექოსკოპიით მხოლოდ 7 ბავშვის დანახვა შეძლეს, ორი მათგანი კი ექიმებისთვისაც და მშობლებისთვისაც სიურპრიზი აღმოჩნდა. ტყუპები ორსულობის 30-ე კვირას, საკეისრო კვეთით კასაბლანკაში დაიბადნენ. ჩვილებიდან 5 გოგოა, 4 ბიჭი.

იმის გამო, რომ ბავშვები ნაადრევად დაიბადნენ, ახალშობილები ინკუბატორში მოათავსეს, სადაც ცხოვრების პირველი თვეები გაატარეს.

დღის ამბები