09 დეკემბერი 2021,   08:15
ვრცლად
"სატანისტმა" ქალმა დები სასტიკად მოკლა - ბრიტანელ მკვლელს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

"სატანისტ" მკვლელს, რომელმაც დები სიცოცხლეს ლონდონის პარკში გამოასალმა, სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.

19 წლის დანიელ ჰუსეინმა სასტიკად მოკლა 46 წლის ბიბა ჰენრი და მისი და 27 წლის ნიკოლ სმოლმანი. მკვლელმა, მოგვიანებით, პოლიციას განუმარტა, რომ თუ ყოველ ექვს თვეში ექვს ქალს მოკლავდა, ის ეშმაკის ლატარიას მოიგებდა.

გვამები ერთ-ერთი გარდაცვლილის მეგობარმა ბიჭმა, ადამმა გასული წლის ივნისში იპოვა, მას შემდეგ, რაც გოგონების მასობრივი ძებნა დაიწყეს.

დამნაშავე სასჯელს უემოციოდ შეხვდა, განაჩენის გასაჩივრება კი მხოლოდ 35 წლის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

ჰუსეინმა სასამართლო პროცესზე, ასევე, თქვა, რომ თუ 6 თვეში 6 ქალს მოკლავდა, ის "მეგა სუპერ ჯეკპოტს", 321 მილიონ გირვანქა სტერლინგს მიიღებდა.

 

ავტორი: ბაჩი ტყემალაძე

დღის ამბები