25 აპრილი 2024,   05:35
ვრცლად
პანდემიის გამო კიევში შეზღუდვები წესდება - ვის ექნება საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის უფლება

246 მილიონზე მეტი ინფიცირებული და თითქმის 5 მილიონი გარდაცვლილი - ასეთია მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მონაცემები. ახალი შტამების გამო კვლავ მზარდია ინფექციის დღიური მაჩვენებელი დიდ ბრიტანეთში, შეერთებულ შტატებში, რუსეთსა და უკრაინაში.

ვირუსის შესაკავებლად ქვეყნები რეგულაციებს ისევ ამკაცრებენ. თვის ბოლოდან უკრაინის დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება მხოლოდ ვაქცინაციის მოწმობით ან PCR ტესტზე უარყოფითი პასუხით იქნება შესაძლებელი. მოსკოვში კი 7 ნოემბრამდე ნაწილობრივი ლოქდაუნი დაწესდა. სომხეთისა და გაერთიანებული სამეფოს კოვიდსერთიფიკატები, კი უკვე აღიარა ევროკავშირმა.

დღის ამბები