24 აპრილი 2024,   04:42
ვრცლად
საფრანგეთის ელჩი ბრიტანეთის საგარეო უწყებაში დაიბარეს

საფრანგეთის ელჩი ბრიტანეთის საგარეო უწყებაში დაიბარეს. მიზეზი საფრანგეთის მხრიდან ბრიტანული თევზმჭერი გემის დაკავებაა. დიპლომატის დაბარებას წინ უძღოდა ოფიციალური პარიზის მუქარა, რომ ფრანგი მეთევზეებისთვის დიდი ბრიტანეთის ტერიტორიულ წყლებში შესვლის აკრძალვას პასუხი მოჰყვებოდა.

საფრანგეთი - გაერთიანებულ სამეფოს "ბრექსიტის გარიგების" დარღვევაში ადანაშაულებს და უკმაყოფილებას გამოთქვამს რომ დიდმა ბრიტანეთმა ფრანგი მეთევზეების ნახევარს თევზჭერის ლიცენზია გაუუქმა.

როგორც ცნობილია, ამ შეთანხმების მიხედვით დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ ლიცენზიის მიღების შემთხვევაში ფრანგ მეთევზეებს უნდა ჰქონოდათ ბრიტანეთის ტერიტორიულ წყლებში საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა.

დღის ამბები