24 აპრილი 2024,   03:11
ვრცლად
მოსკოვსა და აშშ-ს შორის დაძაბულობის ფონზე, რუსეთში შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის ვიზიტი გრძელდება

მოსკოვსა და შეერთებულ შტატებს შორის განსაკუთრებით დაძაბული ურთიერთობის ფონზე, მოსკოვში, შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის ვიზიტი გრძელდება.

დღეს უილიამ ბერნსმა რუსეთის უცხოეთის დაზვერვის სამსახურთან შეხვედრა გამართა, სადაც საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

მოსკოვში ბერნსი პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თხოვნით გუშინ ჩავიდა. "სი-აი-ეის" ხელმძღვანელი რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელს - ნიკოლაი პატრუშევს შეხვდა. უილიამ ბერნსის ვიზიტი მოსკოვში ორდღიანია.

ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები ცივი ომის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. დასავლეთმა - რუსეთს ყირიმის ანექსიისთვის, არჩევნებში ჩარევისთვის, კიბერშეტევებისათვის და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის მოწამვლისთვის სანქციები დაუწესა.

დღის ამბები