26 აპრილი 2024,   00:59
ვრცლად
აშშ-მა კიბერდანაშაულებრივი დაჯგუფება "დარქ საიდის" ლიდერების შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ 10 მილიონი დოლარი დააწესა 

კიბერდანაშაულებრივი დაჯგუფება "დარქ საიდის" ლიდერების შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჯილდოს სახით 10 მილიონი დოლარი დააწესა. სახელმწიფო დეპარტამენტი ამ გზით კიბერდანაშაულის პრევენციას ცდილობს.

ფედერალური საგამოძიებო ბიუროს მონაცემებით, ეს დაჯგუფება რუსეთიდან მოქმედებს. შტატები დარქსაიდს 2021 წლის მაისში, კომპანია კოლონიალ ფაიფლაინის მილსადენზე კიბერთავდასხმაში ადანაშაულებს.

როგორც ცნობილია, განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, სისტემაზე წვდომის აღსადგენად კომპანიამ კიბერდაჯგუფებას ხუთი მილიონი დოლარი ბიტკოინებით გადაუხადა.

დღის ამბები