25 აპრილი 2024,   04:38
ვრცლად
ავსტრალიაში მოცურავეს ეძებენ, რომელსაც თავს ზვიგენი დაესხა

ავსტრალიის პოლიცია დასავლეთ სანაპიროზე დაკარგულ მოცურავეს ეძებს.

პოლიციის ინსპექტორის განცხადებით, 50 წელს გადაცილებულ მამაკაცს თავს ზვიგენი დაესხა. ინციდენტის შემდეგ სანაპირო ზონები 24 საათით დაიხურა.

სამძებრო სამუშაოებში ნავი და ვერტმფრენია ჩართული. თვითმხილველების თქმით, მოცურავეს ერთდროულად 2 ზვიგენი დაესხა თავს.

დღის ამბები