16 ნოემბერი 2024,   13:58
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 29 ნოემბერს განახლდება - დღევანდელი 4 საათიანი სხდომა კამათის და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 29 ნოემბერს განახლდება - სხდომა თითქმის ოთხი საათი, კამათის და ბრალდებების ფონზე, მსჯავრდებული ყოფილი პრეზიდენტის გარეშე მიმდინარეობდა.

განხილვა მას შემდეგ შეწყდა, რაც მოსამართლემ უარი თქვა გამოცხადებულიყო შესვენება და სხდომაზე დასწრების უფლება მისცემოდა კიდევ ორ ადვოკატს - ნიკა გვარამიასა და დიტო საძაგლიშვილს, ამან დაცვის მხარის პროტესტი გამოიწვია.

ეს არ იყო დავის ერთადერთი საგანი - ადვოკატების უკმაყოფილებისა და დისკუსიის მთავარ თემას მთელი დღის განმავლობაში წარმოადგენდა ის, თუ როგორ უნდა ჩართულიყო პროცესში თავად მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც უშუალოდ სასამართლო დარბაზში მისვლის სურვილი ჰქონდა, თუმცა პენიტენციურმა სამსახურმა ამაზე უარი თქვა და მიზეზებიც განმარტა.

"აქ არის მხოლოდ 2 მხარე, პროკურატურა და მოსამართლე, რომელიც სინამდვილეში ერთ მხარეს წარმოადგენს. რეალობაში კი დაცვის მხარე არ არსებობს. დღეს სასამართლო დარბაზში მივიღეთ მოცემულობა, რომ სიამტკბილობაში დარჩნენ სასამართლო და პროკურატურა," - აცხადებს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი.

 

დღის ამბები